Latest News

„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში" გლობალური კონკურსის გამარჯვებული გახდა

Decanter World Wine Awards მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ღვინის კონკურსია, რომელიც უკვე 20 წელია, გლობალურ ბაზარზე ოპერირებს და აქ შეფასებებს ღვინის საუკეთესო ექსპერტები წერენ მთელი მსოფლიოდან. უნდა აღინიშნოს, რომ შეფასების პროცესი საკმაოდ მკაცრია და Decanter-ში გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება დიდ პატივს ნიშნავს ღვინის ბრენდისთვის.

სწორედ ამ კონკურსის აღიარება მოიპოვა „ტყუპების საღვინე სახლმა ნაფარეულში”, რომელმაც პირველად მიიღო Decanter-ში მონაწილეობა. მკაცრი კონკურენციის პირობებში, ღვინომ „ქვევრის მზე” კახური მწვანე, რომელიც 2021 წლის მოსავალია, 86 ქულა მიიღო და ბრინჯაოს ჯილდოს მფლობელიც გახდა.

აქვე იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ „ტყუპების საღვინე სახლი” კონკურსზე მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტით იყო წარმოდგენილი.