ჩვენი ისტორია
ჩვენი ისტორიის მოსაყოლად 2 საუკუნით უკან გადავმისამართდებით. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ XIX საუკუნის 70-იან წლებში სოფელ ნაფარეულში 9 ძმა გამტკიცულაშვილი ცხოვრობდა. ისინი ქვევრის ღვინოს ამზადებდნენ და მიწას ამუშავებდნენ.
ღვინის დაყენების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცა. საქმე ჯერ ერთ-ერთი ძმის, გიორგის ვაჟებმა ფირუზამ და იოსებმა გადაიბარეს, შემდეგ ფირუზას ვაჟმა ვალიკომ, ვალიკოს მემკვიდრეობა კი ტყუპმა ძმებმა გელა და გია გამტკიცულაშვილებმა გადაიბარეს და „ტყუპების საღვინე სახლსაც” ასე ჩაეყარა საფუძველი.
გია და გელა გამტკიცულაშვილებს სამეცნიერო დონეზე აქვთ შესწავლილი ქვევრისა და ქვევრის ღვინის წარმოება. სწორედ ამიტომ, ბრენდის სახელზე არაერთი ჯილდო და აღიარება ირიცხება. კომპანიის მთავარი ნიშა ქვევრში, ტრადიციული წესით დაყენებული ღვინოა.
დღესდღეობით ტყუპების საღვინე სახლი წელიწადში დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს და მომხმარებელს რჩეული ჯიშებით დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს სთავაზობს. ჩვენი ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ტურისტული კომპლექსი
გარდა ღვინის წარმოებისა, „ტყუპების საღვინე სახლი” სასტუმროს კომპლექსსაც აერთიანებს. ის მოიცავს თანამედროვე ნომრებს, ქვევრისა და ღვინის მუზეუმს, ღია და დახურული ტუპის მარნებს, ღია აუზსა და საუნას, სარესტორნო და საბანკეტო სივრცეებს, სადაც საუკეთესოდ შეგიძლიათ გაატაროთ დრო. კომპლექსი მუდამ ღიაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
ტყუპები ოჯახურ ტრადიციაში ადრეული 90-იანი წლებიდან ჩაერთვნენ.
1997 წელს ძმებმა ღვინის კომერციული წარმოება დაიწყეს.
2000-2002 წლებში გერმანიასა და ავსტრიაში მოგზაურობის შემდეგ, ძმებმა ოჯახური წარმოების განახლება და ქვევრის ღვინის ბოთლში, ევროპული წესით ჩამოსხმა დაისახეს მიზნად.
2002 – 2005 წლებში ტყუპებმა მოიპოვეს მე-2 აკადემიურ ხარისხი ენოლოგიასა და მევენახეობაში.
2006 წელს ტყუპებმა ბოთლში პირველად ჩამოასხეს ქვევრის ღვინო (2004 წლის მოსავალი)
2010 წელს, საწარმოსთან ძმებმა ააშენეს სასტუმრო და რესტორანი, რომელიც მასპინძლობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს.