საღვინე სახლი
ტყუპების საღვინე სახლი ოთხი მარნისგან შედგება. ძველი მარანი, რომელიც ტყუპებმა მემკვიდრეობით მიიღეს, დახურული ტიპის არის და ამჟამად ბიო მარნად ფუნქციონირებს; ღია ტიპის მარანი, რომელიც სამეცნიერო კვლევებისთვის შეიქმნა და დახურული მარანი, რომელიც მოწყობილია მუზეუმის ქვემოთ, მიწაში. სამეცნიერო მარანი ღვინის დაყენების დროს ქვევრში მიმდინარე ქიმიური პროცესების ვიზუალური დაკვირვების საშუალებას იძლევა.
ბიო-სერტიფიცირებული მარანი
2015 წლიდან კომპანიის საფერავისა და რქაწითელის ვენახები ორგანულ წარმოებაზე გადავიდა. შედეგად 2019 წელს, კომპანიამ მიიღო ბიო-სერტიფიკატი. დღესდღეობით ორგანული ღვინის დასამზადებლად გამოიყენება 13-ქვევრიანი დახურული ტიპის მარანი, რომელიც ყოველწლიურად გადის შესაბამის შემოწმებას და სრულიად იზოლირებულია სხვა ნაწარმისგან.
ღია მარანი
კომპლექსის ტერიტორიაზე სტუმრობისას აუცილებლად შენიშნავთ ჩვენს ღია ტიპის მარანს, რომელიც 67 ქვევრისგან შედგება. აღნიშნულ მარანში შეგიძლიათ თავად დაესწროთ ქვევრის გახსნას და ადგილზევე დააგემოვნოთ ახალგახსნილი ღვინო.
დახურული მარანი
ტყუპების საღვინე სახლის დახურულ მარანში განთავსებულია 21 ქვევრი.
სამეცნიერო მარანი
ტყუპი ძმები, გია და გელა გამტკიცულაშვილები ქვევრისა და ქვევრის ღვინის სამეცნიერო გზით შესწავლის ერთ-ერთი პიონერები არიან. 2002 – 2005 წლებში ძმებმა მოიპოვეს მე-2 აკადემიურ ხარისხი ენოლოგიასა და მევენახეობაში. სამეცნიერო მარანში განთავსებულია სხვადასხვა ტიპის თიხა-მინერალებისგან, სხვადასხვა ტემპერატურაზე გამომწვარი ქვევრები, რამაც საკვანძო როლი ითამაშა კვლევის წარმოებაში.