„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
„ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება“
25 წელი, საუკუნის მეოთხედი, ზოგიერთებისთვის ცხოვრების გადაფასების ეტაპია და ხშირად, ამას ვერცხლის წლისთავის აღნიშვნითაც გამოხატავენ.
2022 წელი კი ტყუპების საღვინე სახლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან 25 წლის წინ, 1997 წელს, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა, სოფელ ნაფარეულში, წინაპრების მიერ დაფუძნებულ ძველი მარნის ბაზაზე, ქვევრის ღვინის წარმოება და გაყიდვა დაიწყეს.
ღვინის დაყენების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სწორედ ამ უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვით მათ საფუძველი ჩაუყარეს ქვევრის ღვინის თანამედროვე წარმოებას.
„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ პირველია ქვევრის ღვინის წარმოებასა და პოპულარიზაციაში. შესაძლოა ითქვას, რომ ქვევრი და ქვევრის ღვინო კომპანიის მთავარი სავიზიტო ბარათია. კომპანია ფლობს ინტელექტუალურ საკუთრებას „გაჭრილი“ ქვევრების სახით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა თვალი ვადევნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესს.
მეღვინეობის ტერიტორიაზე 135 ქვევრი ფუნქციონირებს. ტყუპების მეღვინეობა მოიცავს 17 ჰა ვენახს, მათ შორის 2,5 ჰა ბიო ვენახს. კომპანია აღნიშნული ვენახებიდან მოწეული მოსავლის მიხედვით ღვინის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აქ, ქვევრებში, ყენდება რქაწითელის, საფერავის, ხიხვის, ქისის, კახური მწვანის ვაზის ჯიშებიდან მოწეული უმაღლისი ხრისხის ღვინო. ასევე, ჭაჭის არაყი და ბრენდი. აღნიშნული ღვინოები ბაზარზე ცნობილია სახელწოდებით „ტყუპების ღვინო“, „ქვევრის მზე“, „თავანკარა“ და ასევე, გამორჩულად შეგვიძლია მივიჩნიოთ „ფირუზი“, როემლიც სერტიფიცირებული ბიო ღვინოა ბიო ვენახებიდან, რომლის გაფართოებისა და განვითარების გეგმა კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ტყუპების საღვინე სახლის“ ღვინოები პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამას მოწმობს კომპანიის ღვინოების გაზრდილი ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო გამოფენებში და კონკურსებში მიღებული გამარჯვებებიდან კი მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს მოპოვებული Decanter-ის ჯილდო - „ქვევრის მზე" კახურმა მწვანემ 86 ქულა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ღვინის წარმოებასთან ერთად კომპანია აქტიურად არის ჩართული ღვინის ტურიზმში. „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ აერთიანებს 30 ნომრიან სასტუმროს - ღია აუზით და საუნით, სარესტორნო სივრცეებს, ასევე ღია და დახურული ტიპის მარნებთან ერთად „ზავოდს“.
ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი“, რომელშიც წარმოდგენილია გაჭრილი ქვევრები, ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებული ექსპონატები, კომპანიის მრავალწლიანი ღვინოების კოლექცია, საარქივო ფოტომასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნისა და საწნახელის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, მუზეუმის სივრცეში არსებული თანამედროვე ტიპის სადეგუსტაციო დარბაზი და ღვინის მაღაზია.
25 წლიანმა შრომამ, გამოცდილებამ და შეძენილმა ცოდნამ კომპანიის დამფუძნებლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
25 წლის იუბილეს კომპანია განახლებული გუნდით და ახალი ხედვებით შეხვდა.
განვლილი წლებისა და დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, „ტყუპების საღვინე სახლის“ ბაზაზე, გია და გელა გამტკიცულაშვილების ჩართულობით შეიქმნება სასწავლო სივრცე პროფესიული მომზადების პროგრამისთვის - „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“. პროგრამის მიზანია ქვევრისა და ქვევრის ღვინის წარმოების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება შრომის ბაზრისთვის, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების და ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის გათვალისწინებით.
სწორედ ეს არის იმ საუკუნოვანი ქართული საქმის გაგრძელება, რომელიც ძმებ გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მიზნად დაისახეს.