რესტორანი

კახეთში მოგზაურობა გემრიელი კერძების გარეშე ვის გაუგია? სწორედ ამიტომ, ჩვენი ტურისტული ჰაბის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი რესტორანი და მისი სამზარეულოა, რომელსაც ჩვენი დიდი ოჯახის ნიჭიერი, ადგილობრივი მზარეული, თავის შემოქმედებით გუნდთან ერთად მართავს და ჩვენს დამსვენებლებს უგემრიელესი კახური და იმერული კერძებით უმასპინძლდება. ტყუპების რესტორნის ორი (დახურული, 300-კაციანი და ღია, 150-კაციანი) სივრცე შთამბეჭდავია როგორც მცირერიცხვოვანი ოჯახური თუ მეგობრული შეკრებებისთვის, ასევე დიდი და კორპორაციული წვეულებებისთვის.

 

სამზარეულო

 

სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ტრადიციულ ქართულ, კერძოდ კი კახურ კერძებს ექცევა. სრული მენიუ ამ გვერდის ბოლოში, მადისაღმძვრელ გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ, მანამდე კი მარტივად გეტყვით: წალამზე შემწვარი, ოჯახში გაზრდილი კახური ღორის მწვადი, ცხელ შოთის პურთან შეთამაშებული კახური ყველი, დეკეულის ხაშლამა, ჯიგარზე ჯიგრის ყაურმა, სოფლის ბოსტნეული და მწვანილები…ეს, რა თქმა უნდა, სრული სია არ არის, მაგრამ მეტს აღარ გავაგრძელებთ…

 

სასმელი

 

ჩვენი რესტორნის მენიუ „ტყუპების საღვინე სახლის” მიერ, ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული, წითელი, თეთრი, ვარდისფერი, მშრალი და ნახევრად ტკბილი, სამარკო და ბიო ღვინის, ასევე ჭაჭისა და ბრენდის ერთგვარი გალერეაა.

 

ჩვენი რესტორნის საშუალებით, შეგვიძლია ათწლეულების გამოცდილების მქონე წარმოების სრული ასორტიმენტი და რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია, პირდაპირ ქვევრიდან ამოღებული „თავანკარა” გაგიზიაროთ. ეს სწორედ ის სელექციაა, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ ამერიკის, გერმანიის, ბრიტანეთის, შვედეთისა და საფრანგეთის სავაჭრო ქსელებშიც იყიდება. სრული ასორტიმენტის დასათვალიერებლად ეწვიეთ ჩვენი კატალოგის გვერდს.

 

კერძო და კორპორაციული შეკვეთები

 

ჩვენი სარესტორნე სივრცეები ღიაა როგორც სასტუმროს დამსვენებლებისთვის, ასევე ნებისმიერი დროებითი სტუმრისთვის. თუმცა რაღა მხოლობითში ვთქვათ - 150 და 300  სტუმარსაც კი გიმასპინძლებთ კორპორატიული და კერძო წვეულებებისთვის. წინასწარ დასაჯავშნად დაგვიკავშირდით.