ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

“ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი” არის უნიკალური მუზეუმი, რომელიც დეტალურად აღწერს ქვევრში ღვინის დაყენების სრულ პროცესს.

მუზეუმი 2014 წელს, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა დაარსეს. ის შედგება 5 საგამოფენო სივრცისგან, ქვევრის რვამეტრიანი მონუმენტისგან და მარნისგან.

„ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი” არის უნიკალური მუზეუმი, რომელიც დეტალურად აღწერს ქვევრში ღვინის დაყენების სრულ პროცესს. ის 2014 წელს გია და გელა გამტკიცულაშვილებმა დაარსეს. მის შემადგენლობაშია 5 საგამოფენო სივრცე, ქვევრის რვამეტრიანი მონუმენტი და მარანი.

 

მუზეუმში წარმოდგენილია ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებული ექსპონატები, „ტყუპების საღვინე სახლის“ მრავალწლიანი ღვინოების კოლექცია, სხვადასხვა საარქივო ფოტომასალა, ასევე ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნისა და საწნახელის შესახებ.

 

მისი დათვალიერებისას თქვენ ქართული ღვინის ტრადიციების სამყაროში იმოგზაურებთ, სადაც ისტორიასაც გაეცნობით და ღვინის დაყენების პროცესის თანამონაწილეც გახდებით. მუზეუმის მთავარი ექსპონატი, სამი 500-ლიტრიანი, 1/3-ზე გაჭრილი ქვევრია, რომელთაც მინა აქვთ მიფარებული და ვიზიტორს შეუძლია, დააკვირდეს: დაწურვას, დუღილს, თვითდაწმენდას, ბუნებრივ ფილტრაციას, ღვინისა და ჭაჭის ამოღებას და ა.შ.

 

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე. მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასია:

 

  • უფროსებისათვის: 15 ლ.
  • სტუდენტებისათვის: 5 ლ.
  • სკოლის მოსწავლეებისთვის: 0.50 ლ.
  •  უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები და იძულებით გადაადგილებული პირები.