საერთაშორისო კონკურსზე „DECANTER 2023” წარმოდგენილი იყო „ტყუპების საღვინე სახლის“ ღვინო 2022 წლის მოსავალი
საერთაშორისო კონკურსზე „DECANTER 2023” წარმოდგენილი იყო „ტყუპების საღვინე სახლის“ ღვინო 2022 წლის მოსავალი, „ქვევრის მზე“ ხიხვი, რომელმაც 94 ქულა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ წელს, კომპანიამ მეორედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსზე და ამჯერადაც ჯილდო დაიმსახურა. პირველი ღვინო, რომელიც კომპანიამ Decanter კონკურზე წარადგინა 2021 წლის მოსავლის კახური მწვანე „ქვევრის მზე“ იყო. რომელმაც 86 ქულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Decanter World Wine Awards მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. წელს, კონკურში 18 250 ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელიც 236 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
კონკურსში მოპოვებული ჯილდოები ხარისხის და სანდოობის გარანტია.