ტყუპების ღვინო

ტყუპების საღვინე სახლი ოჯახურ ტრადიციაზე დაფუძნებული საოჯახო ბიზნესია. ზეპირსიტყვიერი გადმოცემით XIX საუკუნის 70-იან წლებში თელავის მაზრაში სოფელ ნაფარეულში ცხრა ძმა გამტკიცულაშვილი ცხოვრობდა. ისინი მიწას ამუშავებდნენ დაქვევრის ღვინოს ამზადებდნენ. გადმოცემის თანახმად, მათ ბევრი ქალ-ვაჟი ჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით ცამეტი დასაოჯახებელი ვაჟკაცი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულა, ამას ადასტურებს სოფელში არსებულ მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული სახელები და გვარები.

ოჯახური მეურნეობის ტრადიცია, ცხრა ძმიდან ერთ-ერთის, გიორგის შვილებმა იოსება და ფირუზამ, ხოლო  შემდგომ ფირუზას ვაჯმა, ვალიკომ გააგრძელეს, ვალიკოს მემკვიდრეობა კი ტყუპმა ძმებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა გადაიბარეს.

1997  წლინდამ ძმებმა ოჯახურ ტრადიციაზე დაყრდნობით, ქვევრის ღვინის კომერციული წარმოება დაიწყეს, აღადგინეს მამა-პაპისეული მარანი, ხოლო მოგვიანებით მარნის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსი გამართეს.

დღესდღეობით ტყუპების საღვინე სახლი ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს, რომლის ნახევარიც ქართულ ბაზარს მიეწოდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. კომპანიის მთავარი ნიშა ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა, თუმცა კომპანია ასევე აწარმოებს ევროპული წესით დამზადებულ ღვინოესაც. 

ტყუპების ღვინის მარანში ისხმება საფერავი, ალაზანის ველი, ხიხვი, ქისი, კახური მწვანე, ნაფარეული, როზე, მუკუზანი და ქინძმარაული.

ფირუზი

კომპანიის ბრენდი "ფირუზი" წარმოადგენს პრემიუმ კლასის ღვინოებს. ბრენდის ასორტიმენტში შედის ორგანული ყურძნით დაწურული რქაწითელის საფერავისა და როზეს ღვინოები, რომელთაც აქვთ "Bio" სერტიფიკატი. ასორტიმენტში ასევე შეხვდევით "თავანკარა" ღვინოს, რომელიც 100%-ით ბუნებრივი ფილტრაციით მიღებული, ქვევრის ყველაზე მაღალი ფენის ღვინოს წარმოადგენს.

"თვინსი"

კომპანიის კიდევ ერთი ბრენდი, "თვინსი" საფერავისა და რქაწითელის ქვევრში დაყენებულ, შემდგომ კი კასრში დავარგებულ ღვინოს გთავაზობთ. "ფირუზის" მსგავსად, თვინსიც წარმოადგენს პრემიუმ კლასის ღვინოს.