ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

“ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი” არის უნიკალური მუზეუმი, რომელიც დეტალურად აღწერს ქვევრში ღვინის დაყენების სრულ პროცესს.

მუზეუმი 2014 წელს, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა დაარსეს. ის შედგება 5 საგამოფენო სივრცისგან, ქვევრის რვამეტრიანი მონუმენტისგან და მარნისგან.

მუზეუმში წარმოდგენილია ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებული ექსპონატები, „ტყუპების საღვინე სახლის“ მრავალწლიანი ღვინოების კოლექცია, სხვადასხვა საარქივო ფოტომასალა, ასევე ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნისა და საწნახელის შესახებ.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს კარგად გაეცნოს ქართული ღვინის ისტორიას, საკუთარი თვალით იხილოს ყველა ის პროცესი, რაც ქვევრის ღვინის დასაყენებლად არის საჭირო.

მუზეუმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სამი 500 ლიტრიანი 1/3-ზე გაჭრილი ქვევრები, რომელთაც მინა აქვს მიფარებული. ამით დამთვალიერებელს საშუალება აქვს დააკვირდეს ქვევრში ღვინის დაყენების სრულ პროცესს: დაწურვა, დუღილი, თვითდაწმენდვა, ბუნებრივი ფილტრაცია, ღვინის და ჭაჭის ამოღება და ა.შ.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე. მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი:

  • უფროსებისათვის: 15 ლ.
  • სტუდენტებისათვის: 5 ლ.
  • სკოლის მოსწავლეებისთვის: 0.50 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.