რესტორანი

ტყუპების ტურისტული ჰაბი გთავაზობთ რესტორანს, სადაც განსაკუთრებული ოჯახური გარემო და სითბო დაგხვდებათ.

აქ თქვენ შეგიძლიათ ტყუპების საღვინე სახლის სხვადასხვა სახეობის ღვინოსთან ერთად, ადგილობირივი მზარეულების მიერ დამზადებული უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ.

ჩვენი ტურისტული კომპლექსი შედგება დახურილი 300-კაციანი დარბაზისა და ღია 150 კაციანი სივრიცსგან. ჩვენი რესტორანი იდეალური ადგილია ოჯახური შეკრებებისთვის, მეგობრებთან ერთად მყუდრო გარემოში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და სხვადასხვა წვეულების გასამართად.

სამზარეულო და მენიუ

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩვენთან განსაკურთრებული ყურადღება ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს ეთმობა. ჩვენს რესტორანში ნამდვილი კახურ გემოზე შემწვარ მწვადთან, კახურ ყველსა და შოთი პურთან ერთად, დააგემოვნებთ უგემრიელეს ხაჭაპურს, ხინკალს, კალმახი, შქმერულსა და ქართული სამზარეულოს სხვა არაერთი ტრადიციულ კერძს.

რესტორნის სრული მენიუ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიის ბოლოს, თანდართულ გალერეაში.

ღვინო და სასმელები

მოგეხსენებათ, ტყუპების საღვინე სახლი უკვე ათწლეულზე მეტია რაც ქარეთული ტრადიციული მეთოდითით დამზადებულ ღვინოს აწარმოებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ადგილობრივი წარმოების ათობითი სახეობის ღვინოს, რომელთა სრული ასორტიმენტის დაგემოვნება სწორედ ჩვენს რესტორანშია შესაძლებელი.

ადგილობრივი წარმოების გარდა, გთავაზობთ ტყუპების ღვინის მარანშივე დამზადებულ სპირტიან სასმელებსაც, ჭაჭასა და ბრენდის.

კერძო და კორპორატიული შეკვეთები

ჩვენი რესტორანი დამსვენებლების გარდა, ნებისმიერი სტუმრისთვის ღიაა. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად დაჯავშნოთ, შეუკვეთოთ და ისიამოვნოთ ჩვენი სამზარეულოთი.

აქვე გეტყვით, რომ შესაძლებელია კორპორატიული და კერძო წვეულებებისა და ბანკეტების მოწყობა. თქვენს განკარგულებაში ორი დიდი, 300-კაციანი და 150 კაციანი დარბაზებია.

წინასწარ დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 599-333-884