ჩვენი ისტორია
ფირუზ გამტკიცულაშვილი
ზუსტად არ ვიცით თუ როდის ჩაეყარა გამტკიცულაშვილების მეღვინეობას სათავე, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით ის არის, რომ 1920-იან წლებში ტყუპი ძმების გია და გელა გამტკიცულაშვილების ბაბუა, ფირუზა გამრკიცულაშვილი წარმატებული მეღვინეგახლდათ და ღვინოს მამა-პაპის დანატოვარ მარანში, ტრადიციული წესით ამზადებდა.
მოგვიანებით, 2030-იან წლებში, ფირუზამ უარი განაცხადა კუთვნილი ფერმისა და ვენახის საბჭოთა მთავრობისთვის გადაეცა, რის გამოც ის „გააკულაკეს“, და მიწა იძულებით ჩამოართვეს, ხოლო თავად იძულებითი შრომის ბანაკში გაგზავნეს.
ვენახი ოჯახმა მოგვიანებით, 1960-იან წლებში დაიბრუნა.
ვალიკო გამტკიცულაშვილი
მამის გაკულაკების მიუხედავად, 14 წლის ვალიკომ კვლავ განაგრძო მეღვინეობის ოჯახური ტრადიცია. 90-იანი წლების ბოლომდე ის მცირე რაოდენობით აწარმოებდა საოჯახო ღვინოს, რადგან საბჭოთა დროს კომერციული წარმოება მკაცრად იყო აკრძალული. მოგვიანებით საოჯახო ტრადიცია მისმა ტყუპმა შვილებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა გააგრძელეს.
ტყუპები ოჯახურ ტრადიციაში ადრეული 90-იანი წლებიდან ჩაერთვნენ.
1997 წელს ძმებმა ღვინის კომერციული წარმოება დაიწყეს.
2000-2002 წლებში გერმანიასა და ავსტრიაში მოგზაურობის შემდეგ, ძმებმა ოჯახური წარმოების განახლება და ქვევრის ღვინის ბოთლში, ევროპული წესით ჩამოსხმა დაისახეს მიზნად.
2002 – 2005 წლებში ტყუპებმა მოიპოვეს მე-2 აკადემიურ ხარისხი ენოლოგიასა და მევენახეობაში.
2006 წელს ტყუპებმა ბოთლში პირველად ჩამოასხეს ქვევრის ღვინო (2004 წლის მოსავალი)
2010 წელს, საწარმოსთან ძმებმა ააშენეს სასტუმრო და რესტორანი, რომელიც მასპინძლობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს.